|
2024-06-30 11:19:02, 382 ნახვა
საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენს ნაკრებს დამატებითი სტიმული მიეცემა იმ საჩუქრით და იმ მხარდაჭერით, რომელიც ფონდმა ,,ქართუმ" და მისმა დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ნაკრების წევრებს ისტორიული გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, წლების განმავლობაში ხელისუფლების პოლიტიკამ, რომელიც მხარს უჭერდა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, შედეგი გამოიღო და ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესოდ წარმოაჩინა ქვეყანაც და საკუთარი შესაძლებლობებიც. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ მხარდაჭერაზეც. „კიდევ ერთხელ მსურს ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ერთიანია, ამაყია, ძლიერია თითოეული ქართველი. ეს იყო ნამდვილად ისტორიული გამარჯვება, რომელსაც მივაღწიეთ 26-ში. მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან ბევრი წლის შრომის შედეგი, ეს არის მათ შორის მთავრობის დამსახურება. წლების განმავლობაში ხდებოდა ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, სპორტსმენების მაქსიმალური მხარდაჭერა, მაქსიმალურად მოხერხდა, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნულიყო და სპორტსმენებს საშუალება ჰქონოდათ ეკეთებინათ მათი საქმე და, რა თქმა უნდა სპორტის და ფეხბურთის ნამდვილი ქომაგობის მაგალითია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც უკვე 2 ათწლეულია ძალიან ბევრი საქველმოქმედო საქმე გააკეთა. მათ შორის სპორტის მიმართულება იყო ერთ-ერთი პრიორიტეტი. შედეგებს, რომელსაც ჩვენ ვხედავთ რაგბიში, კალათბურთში, ფეხბურთში - სწორედ ამ ქველმოქმედების და მხარდაჭერის შედეგია. ჩვენს ნაკრებს დამატებითი სტიმული მიეცემა იმ საჩუქრით და იმ მხარდაჭერით, რომელიც ფონდმა ,,ქართუმ" და მისმა დამფუძნებელმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა. ეს იქნება შემდგომი გამარჯვებების საწინდარი და წინაპირობა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)