11:09 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-27 09:53:11, 473 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის საელჩო - საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას - ვზეიმობთ ყველა გულშემატკივართან ერთად!

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ეხმაურება.

საელჩო განცხადებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"საქართველოს ნაკრები აგრძელებს გაუტეხელი სულის ჩვენებას! გილოცავთ ამ საოცარ გამარჯვებასა და დიდებულ თამაშს. ვზეიმობთ საქართველოს ყველა გულშემატკივართან ერთად!" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. 

შეგახსენებთ, გუშინ, 26 ივნისს საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა. 

ისტორიულ მატჩში პირველი გოლი შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლის ავტორი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძე გახდა.

მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics