11:09 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-26 16:22:42, 325 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი სტარტაპერის“ მხარდაჭერით „აქსელი“ საერთაშორისო კონფერენციას მართავს

2024 წლის 30 ივნისს აქსელი, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, „თიბისი სტარტაპერთან“,  EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari Garden-ში მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს ინვესტიციების შესახებ. ღონისძიება უკვე მესამედ ტარდება და უდიდესი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი სტარტაპების განვითარებისთვის. Შეხვედრას დაესწრებიან:
უცხოელი ანგელოზი ინვესტორები;

  • ქართველი ანგელოზი ინვესტორები;
  • ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები;
  • სტარტაპები და ანტრეპრენერები;
  • მეწარმეობით დაინტერესებული ადამიანები და მოწვეული სტუმრები.

„აქსელის“ პორტფელში არსებული ტექნოლოგიური სტარტაპები აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან და ბიზნესის განვითარებისათვის ინვესტიციის მოზიდვას შეეცდებიან. კონფერენცია, ასევე, პანელური დისკუსიებისა და პრეზენტაციების ნაწილსაც მოიცავს, სადაც მოწვეული სპიკერები საქართველოს საინვესტიციო ეკოსისტემაზე ისაუბრებენ.  

აქსელი საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელია, რომელიც მიზნად ისახავს,  საქართველოში ქართული ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, "ჭკვიანი ფულის" ინვესტიციების ფასილიტაციით. ქსელი 2021 წლის ივნისში დაარსდა და ამ ეტაპზე, 90 ქართველ და უცხოელ ანგელოზ ინვესტორს აერთიანებს და ჯამში 3.000.000 ლარზე მეტი აქვს დაინვესტირებული ტექნოლოგიურ სტარტაპებში.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შეგიძლიათ tkt.ge-ზე: https://t.ly/rW-6G





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics