|
2024-06-26 14:06:25, 374 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებული იქნას
საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ საქართველოში დაშვებული იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, "დიდი ალბათობით, ოპოზიციამ სწორედ ლგბტ თემაზე საუბრისგან თავის არიდებისთვის გამოიყენა ბოიკოტი, თუმცა, ყველა ხვდება, რომ ისინი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დაშვების და გავრცობის მომხრეები არიან". "ისინი, დიდი ალბათობით და ყველაზე მაღალი ალბათობით, იმიტომ არ იღებენ მონაწილეობას, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე მიდის დღეს საუბარი საქართველოს პარლამენტში და ამ კვირაში ამიტომ გაერიდნენ საქართველოს პარლამენტს. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც გამოაცხადეს მათ ბოიკოტი. ეს არის ფორმალური ჩანაწერის გამოყენება, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ტესტი მათ წარმატებით ჩააბარონ პატრონებთანაც და ქართველ ხალხთანაც, მაგრამ შეუძლებელია - ყველა ხვდება, რომ ისინი ამ თემას განზრახ ერიდებიან იმიტომ, რომ ისინი ლგბტ პროპაგანდის არა აკრძალვის, არამედ დაშვების მხარეს არიან. ისინი ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დაშვების, განვრცობის, მაღალ ხარისხში ატანის მხარეს არიან და ამას ერიდებიან იმიტომ, რომ ქართველი ხალხი საპირისპიროდ ფიქრობს. დღეს, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო მათი პოზიციის გასამყარებელი, ისინი ვერ ბედავენ ამის თქმას, გარედან თქვა ვენეციის კომისიამ. თუმცა, არც ერთ შემთხვევაში, საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ საქართველოში დაშვებული იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება",- ამბობს მდინარაძე. შეგახსენებთ, ვენეციის კომისიამ ჰომოფობიურ კანონპროექტზე, სახელწოდებით "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, მოსაზრება გამოაქვეყნა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)