|
2024-06-26 11:10:57, 435 ნახვა
პოლიტიკა
ვენეციის კომისია ჰომოფობიურ კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებას აქვეყნებს
ვენეციის კომისია ჰომოფობიურ კანონპროექტზე, სახელწოდებით "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ მოსაზრებას აქვეყნებს. როგორც ვენეციის კომისიის მოსაზრებაშია ნათქვამია, კომისია წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება ძალიან სენსიტიურ საკითხებს, იწყება იმ პერიოდში, რომელიც ხასიათდება ძლიერი და ხანგრძლივი მასობრივი პროტესტით, ძლიერი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დაძაბულობით. "ვენეციის კომისია ახალი შესწორებების მიღებამდე დასაბუთებული ანალიზის ჩატარების რეკომენდაციას იძლევა, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, განსაკუთრებით სექსუალური და გენდერული უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე, შესაბამისი სექტორების ექსპერტები და პროფესიონალები. ასეთი ანალიზი უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ და ჩატარდეს იმ დროში, რომელიც შესაბამისი იქნება მიუკერძოებელი კონსულტაციისთვის, რათა მოხდეს სადავო საკითხების სამართლიანი და მიუკერძოებელი შეფასება. რაც შეეხება საკონსტიტუციო კანონის პროექტის სამართლებრივ შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკისა და ვენეციის კომისიის წინა მოსაზრებების გათვალისწინებით, კომისია მიიჩნევს, რომ შესწორებების შესაბამისობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან ვერ დადგინდება ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო და ამ წინადადების უბრალო შეთავაზებაც კი საქართველოში ლგბტი ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფეროს გაღვივების რისკებს აჩენს. ამგვარად, კომისია რეკომენდაციას უწევს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გადახედონ ამ საკანონმდებლო წინადადებას და არ გააგრძელონ მისი მიღება. თუ საკონსტიტუციო კანონის პროექტი თუ შენარჩუნებული იქნება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია: კანონპროექტის 1.1 მუხლის შეცვლა იმგვარად, რაც დასაშვებს ხდის ერთნაირსქესიანთა წყვილების სამართლებრივ აღიარებას; კანონპროექტის 1.1 მუხლიდან სიტყვების "გენეტიკურად“ ამოღება; კანონპროექტის 1.2 მუხლში სიტყვის "ჰეტეროსექსუალური“ ტერმინით "ერთი“ ან "ინდივიდუალური“ ჩანაცვლება; საკონსტიტუციო კანონპროექტიდან 1.3 მუხლის წაშლა; კანონპროექტის 1.4 მუხლიდან პირველი ფრაზის წაშლა (გენეტიკური მონაცემების შესაბამისად) და საკმარისად დეტალური, ზუსტი კანონის ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს სწრაფ, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომ პროცედურებს ტრანსგენდერი პირებისთვის რეგისტრირებული სქესობრივი მარკერის შეცვლისთვის; კანონპროექტის 1.5 მუხლის წაშლა ან მისი იმგვარად შეცვლა, რათა უზრუნველყოფილი იყო არადისკრიმინაციულ სტანდარტებთან შესაბამისობა; კანონპროექტის 1.6, 1.7 და 1.8 მუხლების წაშლა, ინცესტის კი ცალკე დარეგულირება, სისხლის სამართლის კანონის ფარგლებში. ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებისა და საპარლამენტო ასამბლეის განკარგულებაში რჩება ამ საკითხში დახმარების გასაგრძელებლად“,- აღნიშნულია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში, რომლის ქართულ ენაზე თარგმანი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)