|
2024-06-25 15:31:42, 360 ნახვა
საზოგადოება
იოსელიანი - მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა კვლავ გამოწვევას წარმოადგენს
კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც კანონმდებლებს 2023 წელს, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. იოსელიანის თქმით, პრობლემურია საქართველოს პარლამენტში მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისათვის ამოქმედებული სპეციალური წესები, რომლებიც აკრედიტებულ ჟურნალისტს საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუს შეწყვეტას ავალდებულებს. "კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. ამავე დროს, ჟურნალისტების საქმიანობას ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა აფერხებს. პრობლემურია საქართველოს პარლამენტში მედიაორგანიზაციებისა და ჟურნალისტებისათვის ამოქმედებული სპეციალური წესები, რომლებიც აკრედიტებულ ჟურნალისტს საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, ინტერვიუს შეწყვეტას ავალდებულებს. ამ წესებმა მედიის ნაწილს მოვლენების გაშუქების შესაძლებლობა შეუზღუდა. უფლებადამცველთა წინააღმდეგ მიმდინარე დისკრედიტაციისა და სტიგმატიზების კამპანიების პარალელურად შემაშფოთებელი იყო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს. სამწუხაროდ, 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის არაერთი ჩანაწერი პრობლემურია, რაც კანონის ადრესატებისთვის ღირსების შემლახავი შეიძლება გახდეს. სახალხო დამცველმა, არაერთი აქტორის მსგავსად, მოუწოდა პარლამენტს უარი ეთქვა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე", - განაცხადა იოსელიანმა. ომბუდსმენის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)