|
2024-06-25 14:33:52, 390 ნახვა
პოლიტიკა
ISFED - წინასაარჩევნო პერიოდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ მნიშვნელოვნად დააზიანა
არასამთავრობო ორგანიზაციამ "სამართლიანი არჩევნები" (ISFED) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდის გარემო შეაფასა. როგორც ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ორგანიზაცია განცხადებაში ასევე უთითებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებამ მნიშვნელოვნად დააზიანა. "2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (შემდეგში - "სამართლიანი არჩევნები") საპარლამენტო არჩევნების სრულმასშტაბიან მონიტორინგს განახორციელებს, როგორც წინასაარჩევნოდ, ისე არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდში. "სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 2024 წლის 1-ელი ივნისიდან დაიწყო. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებს ორგანიზაციის ცენტრალური და რეგიონული ოფისების წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში აკვირდებიან. წინამდებარე ანგარიშში მიმოხილული და შეფასებულია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური გარემო, საკანონმდებლო ჩარჩო - საარჩევნოდ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ახლად დანერგილი ელექტრონული ტექნოლოგიები, მედიაგარემო, პოლიტიკური პარტიების საქმიანობა და საარჩევნო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის შექმნილი გარემო. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არჩევნები იქნება პირველი საპარლამენტო არჩევნები საქართველოს ისტორიაში, რომელიც:
წინასაარჩევნო პერიოდი მნიშვნელოვნად დააზიანა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებამ. აღნიშნული კანონი ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ განვითარებას და ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიაორგანიზაციების არსებობას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, საარჩევნო პერიოდი განსაკუთრებული გამოწვევებით არის გამორჩეული სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობისთვისაც. ამ ვითარებაში, საზოგადოების მხრიდან საარჩევნო პროცესების შეფასებისა და ნდობის მიზნით, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება არჩევნების მიუკერძოებელ დაკვირვებას. "სამართლიანი არჩევნები" საარჩევნო პროცესის სრულ მონიტორინგს 5 თვის განმავლობაში განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის სრულყოფილ ინფორმაციას წინასაარჩევნო მიგნებების თაობაზე. ამასთანავე, საარჩევნო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მათი აღმოფხვრისა და მათზე რეაგირების მიზნით, წარადგენს საარჩევნო დავებს შესაბამის უწყებებში. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ორგანიზაცია შეიმუშავებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს. გარდა ხუთთვიანი წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგისა, ორგანიზაცია არჩევნების დღის დაკვირვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 400-მდე დამკვირვებლის მეშვეობით გეგმავს. "სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო მისიის მეთოდოლოგია ეფუძნება "სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე მიუკერძოებელი დაკვირვებისა და მონიტორინგის გლობალური პრინციპების დეკლარაციასა" და ქცევის კოდექსს, როგორც ხელმომწერი ორგანიზაცია",- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხილოთ აქ.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)