|
2024-06-25 12:29:32, 350 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკთან პარტნიორობით საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
ბაზისბანკთან პარტნიორობით, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო ოლიმპიური დღისადმი მიძღვნილი რეგიონული მასშტაბის ღონისძიება გაიმართა. ტრადიციულად, ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მასობრივი ოლიმპიური გარბენით დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თერჯოლის და ქუთაისის ახალგაზრდებმა. გამარჯვებულებს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რეგიონული ორგანიზაციის მიერ დაწესებული პრიზები, ასევე სპეციალური მაისურები და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები გადაეცათ. პროგრამის ფარგლებში, ღონისძიებაზე მაყურებალმა იხილა ოლიმპიური მოძრაობის მოხალისეების, ტყიბულის საჯარო სკოლების მოსწავლეთა, ქორეოგრაფიული ანსამბლ „დავითიანის“ და ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ოლიმპიური პერფომანსი "ათენიდან - პარიზამდე", ცარცით ხატვის კონკურსი, ფოტოხელოვან თემურ ნიკოლაძის თემატური ფოტო გამოფენა და ნუმიზმატ ოთარ ლოლაძის ოლიმპიური სპორტის ნუმიზმატური გამოფენა. ბაზისბანკის, როგორც ღონისძიების პარტნიორის, წარმომადგენელმა, საქართველოს ჩემპიონობა მიულოცა ტყიბულის ქალ ხელბურთელთა გუნდს და მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ოლიმპიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სეოკ-ის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის თანაორგანიზატორობით გაიმართა. ღონისძიებას პარტნიორობას ბაზისბანკი, წყალი ბაკურიანი და სოკარი უწევდა.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)