|
2024-06-25 09:59:07, 428 ნახვა
მსოფლიო
ჯულიან ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა
ვებგვერდ "ვიკილიქსის" დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა დიდი ბრიტანეთის ციხე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, ასანჟი პატიმრობიდან გათავისუფლდა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებასთან შეთანხმების საფუძველზე მას შემდეგ, რაც წაყენებული ბრალი აღიარა. ბრალის აღიარების სანაცვლოდ, მას შეერთებული შტატების ციხეში სასჯელის მოხდა აღარ მოუწევს. ასანჟი, მას შემდეგ, რაც ბელმარშის ციხის საკანი დატოვა, მშობლიურ ავსტრალიაში გაემგზავრა. შეგახსენებთ, ჯულიან ასანჟმა "ვიკილიქსი" 2006 წელს დააარსა. 2010 წელს, ვებგვერდმა დიდი რაოდენობით კონფიდენციალური სამხედრო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ავღანეთისა და ერაყის ომებს ეხებოდა. გამოქვენებულ მასალებს შორის იყო ვიდეო, სადაც ნაჩვენებია, რომ ამერიკული ვერტმფრენიდან ბაღდადში სამოქალაქო პირებს ესვრიან. "ვიკილიქსის" დამფუძნებელს ბრალად ედებოდა ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის მოპოვებისა და გამჟღავნების მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობა. წლების განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები ამტკიცებდა, რომ ვებგვერდი, რომელიც ავრცელებდა ინფორმაციას ერაყისა და ავღანეთის ომების შესახებ, საფრთხეს უქმნიდა ადამიანების სიცოცხლეს, თავად ასანჟი მის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეს პოლიტიკურს უწოდებდა. ის 7 წლის განმავლობაში ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს. "ვიკილიქსის" დამფუძნებელი 2019 წელს დააკავეს. მან ბოლო 5 წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა. დაკავების შემდეგ შეერთებული შტატები მის ექსტრადირებას ითხოვდა. ასანჟს ასევე წაუყენეს შვედეთში გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის ცალკეული ბრალდებები, რაც მან უარყო.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)