|
2024-06-24 17:10:42, 353 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს
2024 წლის 24 ივნისს კორეის რესპუბლიკის ქალაქ ინჩონში გაიხსნა გაეროსა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროს მიერ ორგანიზებული სახელმწიფო სერვისების ყოველწლიური მსოფლიო ფორუმი, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს წელს 50 ქვეყნის 1200-მდე წარმომადგენელი ესწრება. ფორუმი გახსნეს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნხუამ, გაეროს მერვე გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა, კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა და კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების მინისტრმა ლი სანგ-მინმა. ფორუმში მონაწილეობენ გაეროს წევრი ქვეყნების მთავრობების მაღალი დონის წარმომადგენლები, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. "გაეროს ყოველწლიური ფორუმი საუკეთესო საშუალებაა ქვეყნებისთვის, რათა განიხილონ სახელმწიფო სერვისების მიწოდების სფეროში არსებული სიახლეები, გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები. საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ თემატურ სესიებში, ხოლო ფორუმის მიწურულს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი სიტყვით გამოვა მინისტრთა მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე. ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან, ასევე, მონაწილეობენ საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კორეის რესპუბლიკაში თარაშ პაპასქუა, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს" თავმჯდომარე დავით დევიძე, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" თავმჯდომარე ქეთევან ბეთლემიძე, სსიპ „იუსტიციის სახლის" თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი თანამშრომლობის დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი მარიამ ბრეგაძე. აღსანიშნავია, რომ 2026 წელს სახელმწიფო სერვისების მსოფლიო ფორუმს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უმასპინძლებს, რაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სფეროში ჩვენი ქვეყნის მიღწევების კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა. ეს ინიციატივა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გასულ წელს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განიხილა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)