|
2016-02-16 12:13:16, 704 ნახვა
ეკონომიკა
ზურაბ მელიქიშვილი: ლარი წვალობს და ეს პირდაპირ ხელისუფლების ბრალია
ლარი წვალობს და ეს პირდაპირ ხელისუფლების ბრალია, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა. როგორც მელიქიშვილმა აღნიშნა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინგორმაციით, მიმდინარე წლის იანვარში ექსპორტი 22%-ით, ხოლო იმპორტი კი 25%-ით შემცირდა. მისივე თქმით, ასევე, 100 მილიონით გაირღვა იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები. დეპუტატის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელია. „სამწუხაროდ, ეკონომიკური პრობლემები არათუ გვარდება, არამედ ღრმავდება. საქტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, ეს ყველაზე უარყოფითი მაჩვენებელა. ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები - ყველაფერი ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების პარალელურად ხდება და ამავდროულად ხელისუფლება ამბობს, რომ მათ რუსულ ბაზართან ურთიერთობა „დალაგებული“ აქვთ. სამწუხაროდ, დღევადნელი ხელისუფლების განცხადებები რეალურ საქმეს დაშორებულია და ის როგორც ადგილობრივ პოტენციურ ინვესტორებს შორის, ასევე უცხოელ ინვესტორებს შორის უარყოფით მოლოდინს აჩენს. ის, რომ ექსპორტი და ინვესტიციები შემცირებულია, პირდაპირ აისახება ლარის კურსზე, ხოლო იმპორტის შემცირება პირდაპირ სამუშაო ადგილებს ურტყამს. ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს და არც ძალუძს რომ აღნიშნული პრობლემები დაძლიოს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას რეალურად გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ეკონომიკურ მდგომარეობას გამოასწორებს და მოქალაქეებს ამით გამოწვეულ ტვირთს შეუმსუბუქებს“, - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)