|
2024-06-24 14:37:28, 361 ნახვა
საზოგადოება
აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილს სადარბაზოსთან თავს დაესხნენ
იმის შემდეგ, რაც დაანონსდა საპროტესტო აქცია "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ, რათა აღიკვეთოს სოფელი ზოდის განადგურება, 22 ივნისის საღამოს, სახლში დაბრუნებულ ნიკო გაფრინდაშვილს სადარბაზოში დახვდნენ ე.წ. ტიტუშკები - სამი ადამიანი, ხელკეტებით შეირაღებული, მიპარვით სასტიკად გაუსწორდნენ ნიკოს, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გვერდი "სოფელი ზოდი" ავრცელებს. გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ნიკო გაფრინდაშვილს ძალადობის შედეგად ტვინის შერყევა აქვს მიღებული და ამასთან ერთად, გავრცელებულ ფოტოებში ჩანს სახის, ხელის და ყელის მიდამოებში მიყენებული დაზიანებები. "იმის შემდეგ, რაც დაანონსდა საპროტესტო აქცია "ჯორჯიან მანგანეზის" წინააღმდეგ, რათა აღიკვეთოს სოფელი ზოდის განადგურება, 22 ივნისის საღამოს სახლში დაბრუნებულ ნიკო გაფრინდაშვილს სადარბაზოში დახვდნენ ე.წ. ტიტუშკები - სამი ადამიანი, ხელკეტებით შეირაღებული, მიპარვით სასტიკად გაუსწორდნენ ნიკოს ( ძალადობის შედეგად ტვინის შერყევა აქვს მიღებული) და შემდგომ გაიქცნენ ადგილისკენ, სადაც მანქანა ელოდებოდათ. მათ წინასწარ დაგეგმეს ეს, რთული გამოსაცნობი არაა, ვისი ორგანიზებულია ეს ძალადობა. სასწრაფოდ ვითხოვთ, გამოძიებულ იქნას ეს ფაქტი და დააკავონ მოძალადეები და რაც მთავარია, მათი დამკვეთები. ამის იმედი ჩვენ არ გაქვს, მაგრამ არაფერია დამალული რომ არ გაცხადდეს და ყველას მოეთხოვება პასუხი ქვეყანაში შექმნილი ამ ძალადობის წახალისებისთვის, ყველა პასუხს აგებს ადრე თუ გვიან! ვერ გაგვაჩუმებთ - 30 ივნისს 12:00 საათზე გელოდებით ყველას ზოდის საბჭოსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ "ჯორჯიან მანგანეზის" ცენტრალურ ოფისთან, რადგან დღეს "ჯორჯიან მანგანეზსა" და ჩინოვნიკებს შორის ტოლობის ნიშანია!" - ნათქვამია ინფორმაციაში.
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)