17:19 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 15:26:07, 412 ნახვა

პოლიტიკა
TI - „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს

"აწარმოე საქართველოში" დაფინანსებული კომპანიების სიას მალავს. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) ავრცელებს.

TI-ს ცნობით, ორგანიზაციამ "აწარმოე საქართველოდან" 2021-2023 წლებში დაფინანსებული საწარმოების შესახებ საჯარო ინფორმაცია ორჯერ გამოითხოვა, მაგრამ ვერ მიიღო.

"მიმდინარე წელს, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ორჯერ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია სსიპ "აწარმოე საქართველოდან" 2021-2023 წლებში დაფინანსებული საწარმოების შესახებ, მაგრამ საჭირო ინფორმაცია ვერ მიიღო.

კორუფციული რისკების მონიტორინგისთვის, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომელი საწარმოები დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გაგზავნილ პირველ წერილზე, სადაც დაფინანსებული საწარმოების ჩამონათვალს და გაცემულ თანხას ვითხოვდით, პასუხად კომპანიების ჯამური რაოდენობები და ჯამური თანხები მივიღეთ. ეს ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია სახელმწიფო ბიუჯეტის ღია წყაროებიდან.

მეორე წერილი, ანალოგიური მოთხოვნით, მიმდინარე წლის 23 აპრილს მივწერეთ, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგვიღია.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლამდე "აწარმოე საქართველოს" დაფინანსებული საწარმოების სია ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყო. ინფორმაციის გაცემა 2021 წლიდან შეწყდა.

სახელმწიფო ბიუჯეტში მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2021-2023 წლებში მეწარმეობის განვითარების პროგრამიდან, რომელსაც სსიპ "აწარმოე საქართველოში" ახორციელებს, 625 მლნ ლარი დაიხარჯა. უცნობია, ეს თანხა ვინ მიიღო. 2024 წელს მეწარმეობის განვითარებაზე 300 მლნ ლარია გამოყოფილი",- აღნიშნულია ორგანიზაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics