17:19 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-21 12:31:50, 286 ნახვა

პოლიტიკა
საჩხერის სამთო სკოლაში ზაფხულის საბაზისო და ტაქტიკურ-ტექნიკური კურსები დასრულდა

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების გამოშვებისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა", რომელიც ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიარეს, სამთო-ტექნიკურ მომზადებას მოიცავდა. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ კი, ,,სამთო მომზადების ზაფხულის ტაქტიკურ-ტექნიკური სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა" დაასრულა.

კურსდამთავრებულებს სწავლებების წარმატებით ჩატარება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პაატა პატიაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს და თავდაცვის ძალებში სამთო მიმართულებისა და სამთო სწავლებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ სკოლის ხელმძღვანელობასა და ინსტრუქტორებს გაწეული შრომისთვის, ასევე, საერთაშორისო პარტნიორებს სამთო სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ. კურსების დასრულების ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო და ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის წარმომადგენლები (ODC) დაესწრნენ”, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics