|
2024-06-17 16:00:36, 351 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - GWP-ს აქვს ძალიან დიდი პრობლემები ქალაქში - ქსელი ამორტიზებულია და საჭიროებს განახლებას, თუმცა კომპანიასთან ვთანამშრომლობთ
GWP-ს აქვს ძალიან დიდი პრობლემები ქალაქში. ქსელი ამორტიზებულია და საჭიროებს განახლებას, თუმცა ვთანამშრომლობთ კომპანიასთან და ყველა იმ პროექტში, რომელსაც ვიწყებთ, ის აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. "ექსპრესნიუსი" დედაქალაქის მერის კომენტარს უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ სადაც რეაბილიტაციას ვიწყებთ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ვთხოვთ აღნიშნულ კომპანიას მათი ქსელის მოწესრიგებას და ახალი პროექტების განხორციელებას. იგივე ხდება ბაგებში, სადაც დაწყებულია სამუშაოები. რა თქმა უნდა, მაქვს ინფორმაცია, რომ მათი ქსელი ამორტიზებულია, საჭიროებს განახლებას და ვთანამშრომლობთ კომპანიასთან. ყველა იმ პროექტში, რომელსაც ვიწყებთ, პირველი მოთხოვნა, რაც გვაქვს არის ქსელის მოწესრიგება, განახლება. კომპანია მოგვყვება, აწარმოებს შესაბამის სამუშაოებს და ამიტომაც, ეს სამუშაოები გარკვეული პერიოდის განმავლობაში გრძელდება. გარდა ამისა, მათი მხრიდან ხშირია მოთხოვნები სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც ქალაქში ამ მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს, კიდევ სხვა ლოკაციებზე დამატებითი სამუშაოების ფრონტის გახსნა, ვფიქრობ, პრობლემაა, პირველ რიგში გადაადგილებისა და საცობების შექმნის თვალსაზრისით, ამიტომ, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამ კომპანიასთან და ყველა დიდ პროექტში მოგვყვება იმისთვის, რომ ქსელი განახლდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)