20:51 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 14:38:41, 392 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ომის კაბინეტი დაითხოვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტი დაითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი პრემიერის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნეთანიაჰუს ოფისში განმარტავენ, რომ ომის კაბინეტის შექმნა პარტია „ეროვნული ერთიანობის“ თავმჯდომარის, ბენი განცის კოალიციური შეთანხმების ძირითადი მოთხოვნა იყო.

ამასთან, პრემიერის ოფისში აღნიშნავენ, რომ ახლა, როდესაც საგანგებო ერთიანობის მთავრობა აღარ არის, ომის კაბინეტის არსებობა, რომელიც ამ შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა, აქტუალური აღარაა.

შეგახსენებთ, ომის კაბინეტი ისრაელზე 11 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, „ჰამასისა“ და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ისრაელის კამპანიის მართვისთვის შეიქმნა.

ომის კაბინეტის შექმნა იყო პარტია „ეროვნული ერთიანობის“ თავმჯდომარის, ბენი განცის კოალიციური შეთანხმების ძირითადი მოთხოვნა, ხოლო თავად განცმა კოალიცია გასულ კვირას დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics