|
2024-06-17 13:07:42, 349 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ყველას გელოდებით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, სადაც ნაკრების თამაშს დიდ ეკრანებზე უყურებთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სამივე შეხვედრის ნახვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, დიდ ეკრანებზე იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, 18 ივნისს საქართველო-თურქეთის მატჩის სტადიონზე ყურებას მაყურებელი 20:00 საათიდან შეძლებს. „მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდება საქართველოს ნაკრების თამაშებს ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. რა თქმა უნდა, ყველას სურს იმ სიხარულის გაზიარება, რაც ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა გვაჩუქა. ძალიან ბევრი ადამიანი გაემგზავრა გერმანიაში საგულშემატკივროდ, თუმცა ბევრმა ეს ვერ მოახერხა და ეროვნულ ნაკრებს საქართველოდან უგულშემატკივრებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ნაკრების ყველა თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვაჩვენოთ. სამზადისი უკვე მიმდინარეობს. ხვალ, 20:00 საათზე, გულშემატკივარს შესაძლებლობა ექნება, მატჩს დიდ ეკრანებზე უყუროს. დასწრება უფასოა და ყველას გეპატიჟებით. გპირდებით, საგულშემატკივროდ სასიამოვნო გარემო იქნება შექმნილი“, - აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ეროვნულ ნაკრებს დაგეგმილ მატჩებში წარმატებები უსურვა. „ხვალ, ჩვენს ბიჭებს აქვთ პირველი თამაში თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. თავადაც არაერთი განცხადება გააკეთეს, რომ მათთვის მთავარი მხოლოდ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა არ არის და მნიშვნელოვანია, თამაშების წარმატებით ჩატარება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)