|
2024-06-17 11:20:01, 403 ნახვა
საზოგადოება
კობახიძე - ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედებამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში
იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემა არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებამ წლების განმავლობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად - „ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში". „მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის შეძენისა და ეროვნული მუზეუმისთვის გადაცემისთვის, რაც არის ძალიან დიდი შენაძენი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც 979 წლით თარიღდება და ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის უპრეცედენტო ქველმოქმედების კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მაგალითი. ამ ქველმოქმედებას ბატონი ბიძინა უკვე მრავალი წელია ეწევა. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ამ ქველმოქმედებამ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, შენარჩუნებაში და შესაბამისად - ჩვენი იდენტობის დაცვასა და შენარჩუნებაში. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. საკუნეების მანძილზე ჩვენს ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას იოანე ზოსიმეს ეს უნიკალური ხელნაწერი",- აღნიშნა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)