|
2024-06-15 14:08:54, 367 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს თავდაცვის ძალები 15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღეს აღნიშნავს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სამხედრო პოლიციის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. „სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლიჩი ქოვანმა მიულოცა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პარტნიორების მხარდაჭერით, საერთო ძალისხმევით, დაგროვილი გამოცდილებითა და განხორციელებული რეფორმებით, დღეს სამხედრო პოლიციის ქვედანაყოფი ნატოსთან თავსებად სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს და მუდმივად ვითარდება. სამხედრო პოლიციელებს სიტყვით მიმართეს ასევე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ - გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თავდაცვის პოლკოვნიკმა, შალვა შენგელიამ. საზეიმო ღონისძიებაზე პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. გამორჩეულ სამხედრო პოლიციელებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის, ასევე საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის უწყებრივი მედლები - „სამშობლოსათვის თავდადებული“ და „გენერალი კვინიტაძე“ გადაეცათ. სამხედროები საშტატო იარაღითა და ფასიანი საჩუქრებითა ცდაჯილდოვდნენ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, სტუმრებმა ბატალიონის ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)