21:56 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-15 13:52:21, 469 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნას - როგორც კი „ოცნება“ დამარცხდება, უზრუნველვყოფთ საბოლოო წევრობას

ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას - როგორც კი "ოცნება" დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და უზრუნველვყოფთ საბოლოო წევრობას", - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია X-ზე წერს.

გახარიას თქმით, ოქტომბრის არჩევნები, საქართველოს ევორპული მომავლისთვის, გადამწყვეტია. 

"ვულოცავ უკრაინას და მოლდოვას გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას. ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. როგორც კი "ოცნება" დამარცხდება, საქართველოს მოქალაქეებთან ერთად დავაჩქარებთ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და უზრუნველვყოფთ საბოლოო წევრობას.

საქართველოს უკუსვლა ევროინტეგრაციის გზაზე სრულად არის ანტი-დასავლური ხელისუფლების ბრალი, რომელმაც არ გაატარა დემოკრატიული რეფორმები და გააფორმა საგარეო კურსის ცვლილება ქვეყანაში", - წერს გახარია. 

ცნობისთვის, უკრაინისა და მოლდოვას EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19 ივლისს უმეტეს რეგიონში მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა
რუსეთში ათასობით ტურისტული სააგენტოს დახურვა დაიწყო
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics