|
2024-06-15 12:27:43, 423 ნახვა
საზოგადოება
„გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2024“ დასრულდა
გლდანის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, "გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2024" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ცნობით, ტურნირში რაიონის მცხოვრებლებით დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა. “საპრიზო ადგილზე გასული გუნდების თითოეულ წევრს მედლები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ტურნირი ჯგუფური ეტაპებით დაიწყო და ოლიმპიური სისტემით (პლეი-ოფებით) გაგრძელდა. თამაშები რამდენიმე ეტაპად ჩატარდა და 9 დღის მანძილზე მიმდინარეობდა. პირველობა გუნდმა ,, ც“ მოიპოვა, მეორეადგილი ,,ოლსტარმა“, მესამე ადგილიკი ,,კსუ“-მ დაიკავა. ტურნირის მიმდინარეობისას, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ: საუკეთესო მეკარე - ლუკა ჩიქოვანი; ტურნირის ბომბარდირი - ბადრი გოგობერიშვილი; საუკეთესო ფეხბურთელი - ლევან პაპავა. ჩემპიონატს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე დაესწრო, გამარჯვებულებს მედლები, თასები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადასცა. აღნიშნული ტურნირი ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებასა და დამკვიდრებას ისახავს მიზნად”, - აღნიშნულია გამგეობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)