13:39 - 21 May, 2026
|
2024-06-14 17:28:02, 381 ნახვა
საზოგადოება
გლდანის რაიონში წყალარინების ქსელის შეცვლა 26 მისამართზე განხორციელდა
გლდანში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა პროექტის განხორციელება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ცნობით, წითელ ხაზებში არსებული წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ამჟამად, 26 მისამართზე დასრულდა, ორ მისამართზე კი მიმდინარეობს. "სამუშაოები მესამე მიკროს N79 ა კორპუსში ხორციელდება, სადაც სამივე სადარბაზოში შიდა და გარე ქსელი, დაახლოებით, 413 გრძივ მეტრზე იცვლება და აღნიშნულისთვის 72 570 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე გაეცნო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გამგეობა სამუშაოებს 100 %-ით აფინანსებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)