|
2024-06-13 13:54:42, 295 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - ჩვენი ფეხბურთელები აუცილებლად მიიღებენ ღირსების ორდენს
სამწუხაროა, რომ ფეხბურთელების და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კალაძის თქმით, როცა ამის დრო მოვა, ფეხბურთელები ღირსების ორდენს აუცილებლად მიიღებენ. „სამწუხაროა, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელების ღირსების ორდენზე წარდგენის საკითხს პრეზიდენტის მხრიდან გამოხმაურება დღემდე არ მოჰყოლია. ჯერ კიდევ თამაშის შემდეგ გაკეთდა განცხადება. აპრილის დასაწყისში პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ოფიციალურად მიმართეს პრეზიდენტს. ჩვენი ბიჭები აუცილებლად მიიღებენ ღირსების ორდენს, როცა ამის დრო მოვა. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)