|
2024-06-13 13:39:49, 381 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ცხრაპუნქტიანი გეგმა რამდენიმე დღეში შესრულდება - იმედი მაქვს, EU-სთან მოლაპარაკებები გაიხსნება
ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის წარმოდგენილი ცხრაპუნქტიანი გეგმა რამდენიმე დღეში ზედმიწევნით იქნება შესრულებული,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერი იმედს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და "ისეთივე ფაქტი არ მოხდება, როგორც ეს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოხდა". „მოლაპარაკებების ნაწილი გაწერილია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით. ქვეყანას წარდგენილი აქვს ცხრაპუნქტიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც რამდენიმე დღეში სრულად იქნება შესრულებული. რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას. ჩვენ ყველა ქვეყანაზე - უკრაინა, მოლდოვა, გაცილებით წინ ვართ ყველანაირი სტატისტიკითა და მაჩვენებლით. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკებები გაიხსნება და ეს ფაქტიც არ იქნება გამოყენებული ისე, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა - მიდიოდა ქვეყნის შანტაჟი, რაც ძალიან მძიმე იყო. იმედი მაქვს, რომ მსგავსი დამოკიდებულება არ იქნება“,- განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, ყველა წარმატება, რომელსაც ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე მიაღწია, 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. „საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ შემდგომი ნაბიჯები გადაიდგას. ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ რამე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დიდი დამსახურება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. ყველა წარმატება ასოცირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდთან. ის ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც მოლაპარაკებების გახსნისთვის არის წარმოდგენილი, ზედმიწევნით შესრულდება. იმედი მაქვს, რომ არ იქნება ისეთი უსამართლო გადაწყვეტილება მიღებული, როგორც კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მოხდა“,- თქვა კალაძემ.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)