14:06 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-13 11:04:11, 431 ნახვა

საზოგადოება
TI - სენაკის სასამართლოს თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე დეკლარაციაში უძრავ ქონებას მალავს

სენაკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე, რომელიც 2020 წლიდან უვადო მოსამართლეა, 2024 წლის თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უძრავ ქონებას არ უთითებს. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) ავრცელებს.

როგორც TI-ს ინფორმაციაშია ნათქვამი, ორგანიზაცია მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს ნუცუბიძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.

"დარღვევა I: ლევან ნუცუბიძემ არ დაადეკლარირა მის საკუთრებაში არსებული ოთხი უძრავი ქონება.

  • 57.55 კვ.მ ბინა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე
  • 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში, მასზე არსებული საცხოვრებელი სახლით (თანამესაკუთრე)
  • 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში (თანამესაკუთრე)
  • 1557 კვ.მ მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმბრაში

აღსანიშნავია, რომ ლევან ნუცუბიძემ უძრავი ქონებები არც 2022 და 2023 წლის  დეკლარაციებში მიუთითა.

დარღვევა II: ლევან ნუცუბიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა დედის, ციცინო ნუცუბიძის ეკონომიური საქმიანობის შესახებ.

დარღვევა III: მოსამართლემ ასევე არ გაასაჯაროვა დედის უძრავი ქონებები:

  • 640 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში
  • 3600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში

ევროკომისიის რეკომენდაციის თანახმად, ლევან ნუცუბიძე, როგორც სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს უნდა დაექვემდებაროს",- აღნიშნულია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
ოცნების მთავრობა: საქართველოში ყაზახეთის პრეზიდენტის, კასიმ-ჟომარტ ტოკაევის ვიზიტია დაგეგმილი
Cashback-ის და Visa-ს შეთავაზება ICR Trade-ის მაღაზიებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics