|
2024-06-12 19:23:51, 464 ნახვა
პოლიტიკა
სტანო - EU მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოეღოს ნეგატიურ მოვლენებს და ძალადობისა და დაშინების აქტები გამოიძიოს
ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო, - ამის შესახებ ევროკავშირის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებაშია ნათქვამი. როგორც სტანო აღნიშნავს, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "ბოლო მოეღოს ნეგატიურ მოვლენებს და დროულად გამოიძიოს ძალადობისა და დაშინების აქტები". "ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე, პოლიტიკურ ლიდერებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევების მზარდი რაოდენობის გამო. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ბოლო მოეღოს ამ ნეგატიურ მოვლენებს და ზედმიწევნით და დროულად გამოიძიოს დოკუმენტირებული ძალადობისა და დაშინების აქტები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ ქართველ პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ იმ ენის გამოყენებისგან, რამაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში. ასევე, ევროკავშირი ღრმად შეშფოთებული რჩება ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის გამო. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს არაზუსტი განცხადებებისგან, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისკენ და ქვეყნის ურთიერთობებზე ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებთან უარყოფითად აისახება. ამჟამად, ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს იმისთვის, რომ რეაგირება მოახდინოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რაც საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის. მოვუწოდებთ მთავრობას, ხელახლა შეუდგეს გზას ევროკავშირისკენ. ევროკავშირი აგრძელებს ქართველი ხალხის და დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ მისი აბსოლუტური არჩევანის გვერდით დგომას", - ნათქვამია სტანოს განცხადებაში.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)