21:25 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 20:43:45, 552 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - ზოგს ეჩვენება, რომ პუტინი სამუდამოდაა და ომს დასასრული არ აქვს - ეს ილუზიებია

ზოგს ეჩვენება, რომ პუტინი სამუდამოდაა და ომს დასასრული არ აქვს, ეს ილუზიებია, რომელთა გაქარწყლება გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ომის დაწყებისთვის რუსეთს სრული და პრინციპული პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

„რუსეთმა უნდა დაალაგოს მის მიერ დატოვებულო ნანგრევები, უნდა გადაიხადოს ამ აგრესიის შედეგად ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის მიყენებული ზარალის საფასური. თუ სადმე რჩება ნანგრევები, ეს ნიშნავს, რომ მათთან ოდესმე ომი დაბრუნდება. ეს აღარ უნდა მოხდეს, არასოდეს. ჩვენ უნდა ავაშენოთ ნორმალური ცხოვრება, ყველაფერი უნდა აღვადგინოთ. უნდა იქნას გამოყენებული ყველა რუსული აქტივი, რომლის გამოყენებაც შეიძლება, აგრესორთან კომპრომისების გარეშე. კომპრომისების დრო ამოწურულია. ის ამოიწურა სწორედ მაშინ, როდესაც პუტინმა დაიწყო ქალაქების გადაწვა და მკვლელების დაჯილდოება, როდესაც მან ფსონის დადება დაიწყო მკვლელობებზე და არა შეთანხმებებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics