|
2016-02-15 15:20:35, 430 ნახვა
პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე საპარლამენტო უმცირესობა და ოპოზიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტის ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე უმცირესობა და უმრავლესობა ერთმანეთს ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულთა საკითხზე დაუპირისპირდნენ. საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ ე.წ. შეწყალების საქმეზე აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნა. „მე ჩემს თავს არ მივცემ უფლებას დავიწყო საუბარი იმ განცხადებებზე, რომელიც ბატონ ელისაშვილს ჰქონდა, თუ როგორ და რის ფასად ხდებოდა გათავისუფლება, არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ დავარღვევ, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ არავითარი პოლიტიკური საფუძველი იმ გათავისუფლებებს არ ჰქონდა, ხშირ შემთხვევაში ისინი იყვნენ მკვლელები და იმ ადამიანებმა, ვისაც სიაში შეჰყავდა, იცოდნენ, რომ ხელს აწერდნენ მკვლელების გათავისუფლებას,“ - განაცხადა კომიტეტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 17 საათზე სწორედ ე.წ. პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულებთან შეხვედერა გაიმართება. კომიტეტზე ე.წ. შეწყალების სკანდალი უნდა განიხილონ. მიწვევის მიუხედავად სხდომაზე მისვლას არც საპარლამენტო ოპოზიცია და არც ალეკო ელისაშვილი აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)