|
2024-06-07 14:52:45, 396 ნახვა
საზოგადოება
კონკურსი „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ დასრულდა, ღონისძიების მხარდამჭერია ბაზისბანკი
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს მიერ ორგანიზებული კონკურსი„ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“, დასრულდა. გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებული სკოლები და მასწავლებლები. კონკურსი 23 აპრილს, წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს გამოცხადდა და ითვალისწინებდა სკოლის მასწავლებლების მიერ საგანმანათლებლო ტიპის ღონისძიების ჩატარებას სკოლაში. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მათ მოსწავლეებთან ერთად უნდა განეხილათ მხატვრული ლიტერატურის ნებისმიერი ნაწარმოები, რომლის სიუჟეტი ან იდეა დაუკავშირდებოდა ფინანსური განათლების საკითხებს, ფინანსებთან დაკავშირებულ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებს და შედეგად, მოსწავლეებში შესაბამისი დასკვნების გამოტანის, ცოდნის ამაღლების, სწორი ფინანსური ქცევების წახალისების და გონივრული დამოკიდებულებების ჩამოყალიბის პროცესს შეუწყობდა ხელს. კონკურსის პირობების მიხედვით, საკონკურსო ღონისძიების ამსახველი ბმულები გაზიარდა ფინედუს საკონკურსო პოსტის კომენტარებშიც. შესაბამისად შეირჩა რიგით პირველი 9 სკოლა და 19 მასწავლებელი, დამატებით, მომდევნო კომენტარების შესაბამისად ფინედუს ჟიურის მიერ გამოვლინდა დამატებით 1 რჩეული სკოლა და მასწავლებელი. „ბაზისბანკი წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინედუს მიერ ორგანიზებულ ფინანსური განათლების მხარდაჭერისადმი მიძღვნილ აქტივობებს. სწორი ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია არამხოლოდ თითოეული ჩვენგანის მყარი ფინანსური ფუნდამენტის შესაქმნელად, არამედ ზოგადად ქვეყნის ფინანსური სტაბილურობისთვის.ჩვენ კი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მსგავსი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების მიმართულებით", - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თამარ ხადური.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)