20:22 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-07 13:54:42, 318 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ატლანტიკური საბჭოს მონაცემებზე - ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე, ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს

ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე, - ასე აფასებს თბილისის მერი კახა კალაძე „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ საქართველოს დასახელებას მმართველობის მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში.

„ეს არის კონკრეტული ფაქტი, რაც გვაქვს სახეზე. ყველანაირი მიმართულებით საქართველო წინ დგამს ნაბიჯებს. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ბოლო წლების განმავლობაში, ეს ჩვენი გუნდის და ქართველი ხალხის დამსახურებაა. სასიამოვნოა, როცა თეთრზე გეუბნებიან თეთრს და ნაცარს არ გაყრიან თვალებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველო მზადაა, რომ 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ზაფხულისთვის შესრულებული იყოს.

„სიმართლე არის ერთი - საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმით და პარამეტრით არის გაცილებით წინ, ვიდრე ის ქვეყნები - თუნდაც მოლდოვა, უკრაინა, ვისაც მაშინ კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველო დაჩაგრეს და ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. დღესაც ყველა კრიტერიუმით საქართველო არის წინ და მზადაა იმისთვის, რომ ის 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ზაფხულისთვის მთლიანად შესრულებული იყოს; ქვეყანა მზადაა იმისთვის, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები, თუმცა აქაც მგონია, რომ მიღებული იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, შანტაჟი, რასაც ვხედავთ ამ ბოლო თვეების განმავლობაში მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, "ატლანტიკურმა საბჭომ" საქართველო მმართველობის თავისუფლების მიხედვით თავისუფალი ქვეყნების უმაღლეს კატეგორიაში დაასახელა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics