|
2024-06-06 16:24:29, 479 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს გაჯანსაღება სჭირდება - ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ
ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურმა გამოთქვა იმედი, რომ "ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება". "ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. მთავარია, რომ ჩვენ ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები. როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ყველა სათანადოდ გაიაზრებს ურთიერთობების გადატვირთვის და გაჯანსაღების მნიშვნელობას და ნაბიჯებიც გადაიდგმება. მე მახსოვს, ერთ-ერთი კონფერენცია გაიმართა, არ მახსოვს ზუსტად, ალბათ 2018 ან 2019 წელს, ეს კონფერენცია ეხებოდა დათქმებით საგარეო დახმარების გაწევის პერსპექტივად და მაშინდელმა ელჩმა იან კელიმ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ამერიკის შემთხვევაში დათქმებს არ ჰქონდა მაინცდამაინც დიდი დატვირთვა, იმიტომ, რომ ამერიკული დახმარება ძირითადად ხორციელდებოდა ენჯეოების მეშვეობით. აქედანაც შეგიძლიათ თავად გამოიტანოთ დასკვნები. როდესაც საქმე ეხება ენჯეოების დაფინანსებას, მე ამას ნამდვილად ვერ დავარქმევდი დახმარებას. გზებს რაც შეეხება, გზებს აშენებს სამინისტრო, არის ხოლმე ხანდახან სესხები, ამერიკული ნაკლებად. გზებს აშენებს ქართული სახელმწიფო იმ თანხებით, რომელთა მობილიზება ხდება გადასახადების მეშვეობით. ჩვენი მოქალაქეები იხდიან გადასახადებს და ამ გადასახადების მეშვეობით იგება ქვეყანაში გზები",- თქვა კობახიძემ.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)