08:08 - 20 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-15 12:26:00, 634 ნახვა

საზოგადოება
იკითხე მთაში! – „საბას" ახალი პროექტი

გუდაურისა და ბაკურიანის დამსვენებლები „საბასგან" მრავალფეროვან ელექტრონულ ბიბლიოთეკას მიიღებენ საჩუქრად.

„იკითხე მთაში!" - ასე ჰქვია ელექტრონული წიგნების სახლი „საბას" და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ერთობლივ პროექტს, რომლის ფარგლებში მთის კურორტებზე დამონტაჟდა უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდები, ათობით ელექტრონული წიგნით.

იმისათვის, რომ ეს წიგნები თქვენს პირად ბიბლიოთეკაში ჩაიტვირთოს, საჭიროა ტელეფონში გქონდეთ „საბას" აპლიკაცია Saba Reader. აპლიკაციაში არსებულ QR ღილაკზე ერთი დაჭერით სასურველი წიგნი მომენტალურად განთავსდება პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში.

„საბას" ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდები განთავსებულია ბაკურიანში დიდველისა და კოხტას სათხილამურო ტრასასთან, ასევე გუდაურში, რამდენიმე ადგილას. ამ ბიბლიოთეკებში ათობით წიგნია განთავსებული, რომელთა ჩამოტვირთვაც მათზე დატანილი QR კოდითაა შესაძლებელი. აქ არის როგორც თანამედროვე, ისე კლასიკური ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები, უცხოური ბესტსელერების ქართული თარგმანები.

პროექტის მიზანია მთის კურორტების სტუმრების თუ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ელექტრონული წიგნების უფასოდ მიწოდება და, დასვენებისა და სპორტის პარალელურად,  წიგნის კითხვის ხელშეწყობა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არსენალი“ 22 წლის შემდეგ პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი
ევროპული დაზვერვა: ჩინეთმა რუსი ჯარისკაცების საიდუმლოდ მომზადება დაიწყო უკრაინაში ომისთვის
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
საპატრიარქო - მუშაობის პროცესი მიზნად ისახავს, დიუშენის დაავადების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების უფრო სიღრმისეულ შესწავლას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics