|
2024-06-05 11:08:38, 338 ნახვა
საზოგადოება
მერია - ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია გაიმართა. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ტერიტორიაზე 150 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი დარგეს, ასევე, ტერიტორია გაიწმინდა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან. გამწვანებისა და დასუფთავების ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ, შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პაატა ტოგონიძემ. „დღეს მუნიციპალიტეტი შეუერთდა გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს. აქციის ფარგლებში, სამი სახეობის ნერგები დავრგეთ, ასევე, ხდება ტერიტორიის დასუფთავება. ეს არ არის ერთჯერადი აქცია, ხუდადოვის ტყეში ნერგები წელს კიდევ დაირგვება და მომდევნო წლებშიც გავაგრძელებთ ამ მნიშვნელოვან სარეკრეაციო სივრცეზე ზრუნვას“, - განაცხადა ანდრია ბასილაიამ. „ხუდადოვის ტყე, რომლის ფართობიც, დაახლოებით, 40 ჰექტარია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მწვანე სივრცეა ჩვენი ქალაქისთვის და აუცილებლად უნდა გავუფრთხილდეთ. მინდა, მოვუწოდო მოქალაქეებს, კერძო კომპანიებს, ასეთ რეკრეაციულ სივრცეებში ნუ განათავსებენ უკანონოდ სამშენებლო ნარჩენებს. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად აისახება გარემოზე, ქალაქსა და მის მოსახლეობაზე“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. ნერგების დარგვასა და დასუფთავების სამუშაოებში მონაწილეობა მიიღეს ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა, გამგეობის თანამშრომლებმა და თბილისის საკრებულოს წევრებმა. 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ 1972 წელს გამოცხადდა. ამ დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს გარემოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და გარემოს დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)