12:19 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-04 11:25:19, 566 ნახვა

სამართალი
შსს - „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებულები არიან: წარსულში ნასამართლევი 1969 წელს დაბადებული დ.თ. და 1990 წელს დაბადებული ვ.გ. (მეტსახელად „ბაჩი“). ხოლო, „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის მიმართვის ფაქტზე დაკავებულია წარსულში ნასამართლევი 1990 წელს დაბადებული დ.ც.

„დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.ც.-მ ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული სამყაროს“ წევრს - მეტსახელად „ბაჩის“ მიმართა. მეორე მხარემ თავის მხრივ, ასევე კრიმინალურ ავტორიტეტებს სთხოვა დახმარება, რის შემდეგაც, ბრალდებულ დ.თ.-ს საცხოვრებელ ბინაში „ქურდული გარჩევა“ მოეწყო.

ბრალდებულებმა ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად მოწყობილ შეკრებაზე, მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ, განსაზღვრულ დროში გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 223-ე მეოთხე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს",- აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავში, ჩხუბის დროს, კაცი წაიქცა, თავზე დაზიანება მიიღო და დაიღუპა
ბაზისბანკის მობაილბანკით 24/7-ზე მომენტალური გადარიცხვები ანგარიშის ნომრით
შსს: მესტიაში დამატებით 42 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ (VIDEO)
Global Tech Weekend Tbilisi 2026 - ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics