|
2024-06-03 13:39:11, 304 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ანაკლიის პორტის პროექტი, მამუკა ხაზარაძის ჩართულობით, თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის
ხაზარაძეს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა და ვადების გადაწევის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, ანაკლიის პორტის პროექტში ვერცერთი ბიზნესჯგუფი ვერ შემოიყვანა“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ ისაუბრა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ხაზარაძე ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინური კომპანიის მონაწილეობის საკითხს აკრიტიკებს, თუმცა, თავის დროზე თავადაც ჰქონდა სურვილი, რომ ჩინური კომპანიები შემოეყვანა. „მამუკა ხაზარაძეს დაავალეს, რა უნდა თქვას და ამას იმეორებს. რეალობაში, ანაკლიის პორტის მშენებლობის დროს მას ჰქონდა სურვილი, ჩინური კომპანიები შემოეყვანა, თუმცა, ეს ვერ მოახერხა. არადა საკმარისი დრო, შესაძლებლობა, სახელმწიფოს მხრიდან თანადგომა, ვადების გადაწევის შესაძლებლობა ჰქონდა ამისთვის. მან ვერ შეძლო ვერცერთი ბიზნესჯგუფის შემოყვანა. აღნიშნული პროექტი, მისი ჩართულობით, თავიდანვე განწირული იყო მარცხისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მსგავსი დიდი მასშტაბის პროექტში ჩინური კომპანიების ჩართულობა მისასალმებელია, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. „ზოგადად, ამ მასშტაბის პროექტის განხორციელებისას ისეთი რეგიონისთვის, როგორიც საქართველოა, მნიშვნელოვანია ჩინური კომპანიების არსებობა. თუ ტვირთი არ იქნება, პორტიც ვერ იმუშავებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩინეთს ევროკავშირთან დაახლოებით, 800 მილიარდის ოდენობის სავაჭრო ურთიერთობები აქვს. ამის გარკვეული ნაწილი თუნდაც საქართველოს გავლით რომ წამოვიდეს, რამხელა შეღავათია და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, განვითარებისთვის. ჩვენ ამას, მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)