06:37 - 20 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-01 16:22:14, 496 ნახვა

პოლიტიკა
„გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ - „ოცნება“ კრემლის მიერ ნაცადი მეთოდებით ცდილობს კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან ანგარიშსწორებას

„ქართული ოცნება“ კრემლის მიერ ნაცადი მეთოდებით ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებთან და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან ანგარიშსწორებასა და მათ დაშინებას, - ამის შესახებ პარტიები „გირჩი მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გასულ ღამეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმა ეხმაურებიან.

პარტიები სოლიდარობას უცხადებენ ყველა ორგანიზაციას თუ პარტიას, რომელიც „რუსული რეჟიმის რეპრესიის სამიზნეა“ და აღნიშნავენ, რომ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებაზე იმუშავებენ.

„სასოწარკვეთილი და ისტერიაში მყოფი „ქართული ოცნება“ კრემლის მიერ ნაცადი მეთოდებით ცდილობს პოლიტიკურ ოპონენტებთან და კრიტიკულად განწყობილ ადამიანებთან ანგარიშსწორებასა და მათ დაშინებას. ამის ნათელი დემონსტრირებაა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმა და დარბევის მცდელობა.

სადარბაზოებთან ფიზიკური ანგარიშსწორება, აქციის მონაწილეების ცემა, კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისების დარბევა, მუქარის ზარები - ეს ყველაფერი დაშინების სტრატეგიის ნაწილია, თუმცა ამ ყველაფერს საზოგადოებამ უპასუხა უპრეცედენტო ერთობით და მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ კრემლის მეთოდები უძლურია და შეუძლებელია ამ გზით პროტესტის ჩახშობა. ხელისუფლების თითოეული სასოწარკვეთილი ნაბიჯი კიდევ უფრო გვაახლოებს რუსული რეჟიმის დასრულებასთან.

სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა იმ ადამიანს, ორგანიზაციას თუ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც რუსული რეჟიმის რეპრესიის სამიზნეა.

ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვიმუშავებთ თავდასხმაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებაზე, მათი და დამკვეთების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ყველა საერთაშორისო პარტნიორს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არგენტინა დაამარცხა.
შსს-მ სიძის ძმის შემდეგ რუსების დაცვის მიზნით ქორწილში მომღერალიც დააკავა
პირველად, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 20 წლიანი ასაკობრივი სხვაობის მქონე მოთამაშეები ასპარეზობენ
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics