|
2024-05-30 17:32:41, 297 ნახვა
საზოგადოება
სარჯველაძე მედიკამენტებზე - ჩვენს მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ფასის მიხედვით კონკურენციის ხელშეწყობა, არამედ ხარისხთან საუკეთესოდ დაბალანსებული თანაფარდობის მიღწევა
ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა გასულ წელს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით. დაწესდა ე.წ. რეფერენტული ფასების პოლიტიკა და ამოქმედდა შესაბამისი ინსტრუმენტები. წამლის რეალიზაციის მაქსიმალური შესაძლო ფასის დადგენამ, უპირობოდ დადებითი ასახვა იქონია მოსახლეობის დანახარჯების შემცირებაზე, - აღნიშნულის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ წამლის ფასის ზედა ზღვარი, 7 100-ზე მეტ ქრონიკული დაავადებების მართვის, ონკოლოგიურ და სხვადასხვა ტიპის პრეპარატზე მოქმედებს. „სახელმწიფო განსაზღვრავს წამლის ფასის მაქსიმალურ ჭერს, შესაბამისად წამლები უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მათგან დიდ ნაწილს სახელმწიფო უფინანსებს. მაგალითად პენსიონერებს, შშმ პირებს და სხვა მოწყვლად ჯგუფებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მიხეილ სარჯველაძემ, მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გატარებულ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კარგი საწარმოო პრაქტიკისა (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარტების აქტიური დანერგვის პირობებში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის შესაძლებლობები. „ჩვენს მიზანს წარმოადგენს არა მხოლოდ ფასის მიხედვით კონკურენციის ხელშეწყობა, არამედ ხარისხთან საუკეთესოდ დაბალანსებული თანაფარდობის მიღწევა. აქვე, არ შეიძლება ვახსენოთ ცალკეული მედიკამენტების დეფიციტი, რომლებიც იქმნება ბაზარზე და კორელაციაშია რა თქმა უნდა კონკურენციის ავკარგიანობასა და ხარისხთან საქართველოში. ესეც წარმოადგენს ერთ-ერთ გამოწვევას, თუმცა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ ეხება იმ მედიკამენტებს რომლებიც სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)