|
2024-05-30 13:15:43, 383 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ფიშერის განცხადებაზე - შევასრულებთ 9-პუნქტიან გეგმას, რის შემდეგაც მოლაპარაკებები უნდა გაიხსნას - ბურთი მათ მხარეს იქნება
ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მხარეს იქნება,- ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებას. კალაძის თქმით, „გაუგებარია ქვეყნის გარედან მოწოდებები" „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მაშინ, როცა „ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის პირდაპირი მოვალეობაა ისეთი კანონების მიღება, რაც ქვეყნის განვითარებას და მშვიდობას უწყობს ხელს". „საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. მოსახლეობამ მიიღო გადაწყვეტილება და პარლამენტში აირჩია უმრავლესობა - „ქართული ოცნების“ დეპუტატების სახით. მათი პირდაპირი მოვალეობაა, მიიღონ კანონები, რომელიც სჭირდება ქვეყანას, მის მომავალს, განვითარებას, მშვიდობის შენარჩუნებას, ეკონომიკურ წინსვლასა და აღმშენებლობას. შესაბამისად, აბსოლუტურად გაუგებარია მოწოდებები გარედან, თუ რატომ არ უნდა იყოს კანონი მიღებული, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს - გამჭვირვალობას ითხოვს. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ ბევრი განცხადება უცხოეთიდან, თუმცა, ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი, გარდა ერთისა - „იმიტომ“. ჩვენ ახლაც მზად ვართ დისკუსიისთვის. თუ ვინმეს აქვს კონკრეტული არგუმენტი, წარმოადგინონ, თუ რატომ შეიძლება გამჭვირვალობა ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებოდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა. ჟურნალისტის კითხვაზე, პეტერ ფიშერის განცხადებიდან გამომდინარე, თუ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ გაიხსნა, ვისი პასუხისმგებლობა დადგება, კახა კალაძე პასუხობს, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ხოლო ქართული მხარე 9-პუნქტიან გეგმას ბოლომდე შეასრულებს. „ეს იქნება მათი პასუხისმგებლობა, რადგან საქართველოს ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს აკეთებს, რაც საჭიროა. ჩვენ წარმოგვიდგინეს 9-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ძალიან მალე, ზაფხულში შესრულებული იქნება. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ მოლაპარაკებები უნდა გაიხსნა. თუმცა, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, ბურთი მათ მხარეს იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პირობებში, "ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის მოლაპარაკებები არ გაიხსნება".
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)