|
2024-05-29 17:06:31, 297 ნახვა
საზოგადოება
შამუგია - ბოლო წლების განმავლობაში, ტყის აღდგენის ღონისძიებები 5000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საქართველოს პარლამენტში სამინისტროს 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს, სატყეო სექტორის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „საქართველოს ტყის კოდექსის მიღებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სატყეო სექტორში. დღეისათვის, ქვეყანაში უკვე არსებობს ევროპული სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო მერქნული რესურსით მდგრადი სარგებლობის, მათ შორის, მოსახლეობის სათბობი შეშით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს „საქმიანი ეზოების“ მოწყობა ყველა რეგიონში. მოწყობილია 54 საქმიანი ეზო, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა კატეგორიის მერქნული რესურსის შესყიდვა. საქმიანი ეზოები იფუნქციონირებს ყველა მუნიციპალიტეტში რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს უსისტემო ჭრის შემცირებას და ტყის მდგრადი მართვის პრაქტიკის ჩამოყალიბებას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, პრიორიტეტს წარმოადგენს ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებები. ბოლო წლების განმავლობაში ტყის აღდგენის ღონისძიებები 5000 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა. ყოველწლიურად ფართოვდება აღნიშნული საქმიანობის მასშტაბები. გრძელვადიანი გეგმის შესაბამისად, 2030 წლამდე, ტყის აღდგენა-გაშენების სამუშაოები, სულ მცირე, 20 000 ჰა ფართობზე განხორციელდება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)