|
2024-05-28 20:37:56, 484 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა - პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ არავის ავამღვრევინოთ წყალი
საბოლოო ჯამში, ყველა უნდა შეეგუოს იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად, მიიღო სამართლებრივად და ყველა თვალსაზრისით აბსოლუტურად გამართული კანონი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, „საკმაოდ დიდი ხნის, კვირების განმავლობაში კონკრეტული სუბიექტები თავს იკავებდნენ ყალბი კამპანიის წარმოებისგან, თუმცა რაღაც მომენტში მაინც გადაწყვიტეს ასეთ სიცრუეზე აგებული კამპანიის წარმოება". „კიდევ ერთხელ ვიტყვი, არცერთი არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ. როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს ერთადერთი რამე არის წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენა, შეუძლებელია, ჰქონდეს არგუმენტი ასეთი კანონის წინააღმდეგ. ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უკვე ვთქვი, ერთადერთი მეტ-ნაკლებად მშვიდი წელი გვქონდა ჩვენ 2016 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში, ეს იყო 2017 წელი - შედარებით დამშვიდებული იყო ქვეყანა, 2016, შემდეგ 18-19-20-21-22-23 გამუდმებით გვქონდა ჩვენ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის მცდელობა, დესტაბილიზაციის მცდელობა, რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე, რომ ვიზრუნოთ არა მარტო კონკრეტული ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, დარგების განვითარებაზე, არამედ პირველ რიგში ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა. სტაბილურობა არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა და ამ ამოცანის შესრულებაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე. რასაც სათანადოდ ვერ ვახერხებდით ობიექტური მიზეზების გამო მთელი ამ წლების განმავლობაში, თუმცა ახლა ვართ მყარად საკმარისად მყარად იმისთვის, რომ სუვერენიტეტის ბოლომდე განმტკიცება შევძლოთ და ეს კანონიც სწორედ ამას ემსახურება",- განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონი" საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და საქართველოს დამშვიდებას ემსახურება. „გაუმჭვირვალობა იყო მთავარი ინსტრუმენტი, იარაღი არაკეთილმოსურნეების ხელში, რათა ეცადათ ქვეყანაში არეულობის შემოტანა, დღეს გამჭვირვალობა უკვე დააზღვევს მყარად საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ყველა ზომას და იქნება ეფექტური ინსტრუმენტი, რათა ქვეყანა საბოლოოდ დამშვიდდეს. ჩვენ თანდათანობით ვზრუნავდით იმისთვის, რომ გაგვემყარებინა სუვერენიტეტი და ამ კანონის მიღება არის რეალურად კულმინაცია ამ პროცესის, რასაც ჰქვია ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესი. მე მესმის კონკრეტული ძალების აღშფოთება ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ გვაქვს სხვა დღის წესრიგი, სხვა პასუხისმგებლობა საკუთარი მოსახლეობის წინაშე, ეს არის ის, რომ არავის ავამღვრევინოთ წყალი ამ ქვეყანაში და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა",- თქვა კობახიძემ.
თელავში ინციდენტზე დაკავებულ გიორგი ჭიღლაძეს გირაო შეეფარდა, ის დარბაზიდან გათავისუფლდა
თბილისში, ავტობუსს სატვირთო ამწე დაეჯახა
კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქში
კალაძის თქმით, რუსთაველის რეაბილიტაცია 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება და ნოემბერში დასრულდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)