|
2024-05-28 17:25:57, 321 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „არაღიარების პოლიტიკის კუთხით რისკებზე საუბარი არის მუქარა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი". ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის მიერ გაკეთებული განცხადება „არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, კონკრეტული აქტორების მხრიდან გაცემული დავალებაა". „წარმოუდგენელი და შემაშფოთებელი იყო ეს განცხადება. რა თქმა უნდა, მას შესაბამისი პასუხი გაეცა. შალვა პაპუაშვილმა ძალიან კარგი განმარტება გააკეთა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის იმ კონკრეტული დეპუტატის მოსაზრება. ეს არის დავალება. საიდან და როგორ, ამაზე ახლა ვერ გიპასუხებთ. მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ეს კონკრეტული აქტორების მხრიდან გაცემული დავალებაა. ეს არის ჩვეულებრივი მუქარა. ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი. დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი დროებით ოკუპირებულია რუსეთის მხრიდან, მაგრამ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკითა და ნაბიჯებით, შევძლებთ, რომ პირველ რიგში, გავაძლიეროთ ქვეყანა, გავძლიერდეთ ეკონომიკურად და შემდეგ მოვახერხოთ გამთლიანება. ნებისმიერი ქართველისთვის, ვისაც სამშობლო უყვარს, არის პრიორიტეტი, რომ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)