01:16 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 16:35:56, 443 ნახვა

პოლიტიკა
მსხილაძე „ოცნებას“ - უნდა გააკეთოთ არჩევანი და გასცეთ თქვენს შვილებს პასუხი, რატომ მოექეცით ასე ქვეყანას და მათ მომავალს [ვიდეო]

თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ხვალ უნდა გასცეთ თქვენს შვილებს პასუხი, თუ რატომ მოექეცით ასე თქვენს ქვეყანას და მათ მომავალს, - ასე მიმართა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს.

მსხილაძის თქმით, „ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის“.

„მიუხედავად იმისა, რომ მე საჯარო მოხელე ვარ, არასდროს, არცერთ პერიოდში არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, რომ მე იმ მხარეს ვმგდარიყავი, რომელიც ჩემთვის შინაგანად მიუღებელი იყო და ვინ რომელ მხარეს დგას და ვინ არის სიმართლის მხარეს, ამას ისტორია და საზოგადოება განსჯის.

აქ ჩემი სასაუბრო დღეს ნამვდილად მეტი არაფერი არ არის, თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი და ხვალ უნდა გასცეთ თქვენს შვილებს პასუხი, თუ რატომ მოექეცით ასე თქვენს ქვეყანას და მათ მომავალს.

თქვენ უნდა გასცეთ პასუხი მთავარ კითხვაზე და ამაზეა დამოკიდებული, როგორ შეხვალთ ისტორიაში. ეს არ დაგვავიწყდეს. რა ნამუსით და რა სინდისით დააჭერთ მწვანე თუ წითელ ღილაკს და ისტორია განსჯის სამართალი და სიმართლე ვის მხარეს იყო, ჩემს მხარეს და ჩვენს მხარეს, თუ თქვენს მხარეს. ძალიან დიდი მადლობა“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics