|
2024-05-28 15:57:01, 384 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე ენმ-ს - თქვენი ფრონტის ხელმძღვანელია ზუსტად ის ადამიანი, ვისაც რუსეთის აგენტს ეძახდით
2012 წელს თქვენ მართლა მთელმა საზოგადოებამ გადაგირჩიათ და გამოგიტანათ განაჩენი იმიტომ, რომ თქვენ არა თუ ევროპული გზით, არამედ პირდაპირ ანტიევროპული მიმართულებით მიდიოდით, დაასამარეთ ადამიანის უფლებები, დაატერორეთ მედია, რეკეტის ქვეშ გყავდათ ბიზნესი, თავისუფალი სიტყვა და მშვიდობიანი მანიფესტაციები საერთოდ აღარ იყო ამ ქვეყანაში. ეს იყო თქვენი წარმოდგენით ევროპა და თქვენ, ახლა ბედავთ და ევროპის დაცვაზე ჩვენ გველაპარაკებით, ხალხი რომელმაც საერთოდ ევროპულ ჩანაწერს არ დაუჭირეთ მხარი კონსტიტუციაში,- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს "რუსეთის აგენტს უწოდებდა, დღეს კი ხელმძღვანელად ირჩევს". "ავისმომასწავებელი ხმით ლაპარაკობდით როდესაც პრეზიდენტის არჩევნები იყო. ამბობდით, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის აგენტი არისო. დღეს თქვენი ფრონტის ხელმძღვანელია ზუსტად ის ადამიანი, ვისაც რუსეთის აგენტს ეძახდით, არ გრცხვენიათ, არც ბოდიში არ მოგიხდიათ... თქვენ ხართ ის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აღტაცებული და გახარებული აკეთებდით კომენტარებს ბირჟებზე ქართული კომპანიების აქციების მცირედ გაუფასურებასთან დაკავშირებით; თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვისაც გიხაროდათ ვალუტის კურსის ცვლილება წინა დღეებში; თქვენ ხართ ის ოპოზიცია, ვინც ტაშს უკრავდით საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუტების ვებგვერდზე ჰაკერულ თავდასხმას. წარმოიდგინეთ სადამდე მიხვედით, რომ რა გიხაროდათ და რას უკრავდით ტაშს და თქვენ ვის უნდა დაუმტკიცოთ სამშობლოს ერთგულება და სიყვარული, როდესაც ყველაფერი, რაც ქვეყნის წინააღმდეგ მოხდა, ყველაფერი გახარებთ. გადამწყვეტი დღე იყო, როდესაც ჯარისკაცები ბრძოლის ველზე მიატოვეთ, როდესაც მოსახლეობა მიატოვეთ აგვისტოს ომში ევაკუაციის გარეშე; გადამწყვეტი დღე იყო სტრასბურგში საპარლამენტო ასამბლეაზე ხმა რომ მიეცით საქართველოს დადანაშაულების რეზოლუციას ომის დაწყების თაობაზე - აი, ეს იყო გადამწყვეტი დღეები და ხალხმა ნახა, თქვენ რის გამკეთებლები ხართ",- მიმართა თალაკვაძემ ენმ-ის წარმომადგენლებს.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)