01:15 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-28 12:44:27, 434 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი პრეზიდენტს - სააკაშვილს არ იწყალებდით იმიტომ, რომ მისი ადგილის დაკავება გსურდათ

მიხეილ სააკაშვილს არ იწყალებდით იმიტომ, რომ მისი ადგილის დაკავება გსურდათ,- ასე მიმართა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის პლენარული სხდომიდან.

როგორც წილოსანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ზურაბიშვილი "ნეოსააკაშვილია".

"ნეოსააკაშვილი - სალომე ზურაბიშვილი, რომელიც რეპრესიების, ყალბი გაერთიანების, ცრუ ევროპულობის "მესიჯებით" მოგვევლინა - ასე დავახასიათებდი "ომის ქარტიას", რომელმაც გააერთიანა "ნაციონალური მოძრაობის" "კლასტერი" თავისი დეკლარირებული თუ ლატენტური "ნაცებით", რომელმაც დაასრულა რევოლუციური სცენარის მოწყობის მცდელობები და რეავოლუცია არ შედგა. მაშინ, როცა ყველაფერი გააკეთეთ დესტაბილიზაციისთვის, ქ-ნო სალომე, ახლა მოგინდათ არჩევნებამდე სტაბილურობით მისვლა?...

მიხეილ სააკაშვილს, თურმე, ქ-ნო სალომე, ამდენი ხანი იმიტომ კი არ იწყალებდით, რატომაც ჩვენ და ზოგადად, საზოგადოებას გვეგონა, არამედ არ იწყალებდით იმიტომ, რომ მისი ადგილის დაკავება გსურდათ. ვულოცავთ ქალბატონ სალომეს - ისტორიაში შევა როგორც გზა და მორალაცდენილი ოპოზიციის ნეოსააკაშვილად",- თქვა წილოსანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics