|
2024-05-28 12:25:35, 478 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - თუ კანონი ამოქმედდება, ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გავლენას მოახდენს
კანონი "უცხოური გავლენის შესახებ" არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს,- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს. ბორელის განცხადებით, თუ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ამოქმედდება, "ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე". "კანონი "უცხოური გავლენის შესახებ" არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს. თუ კანონი ამოქმედდება, ეს გავლენას მოახდენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ევროკავშირის პასუხს და გადაწყვეტილებას ივნისში, საგარეო საქმეთა კომიტეტზე მივიღებთ. ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი EU-ის მომავლის მიმართ",- წერს ბორელი X-ზე. შეგახსენებთ, დღეს, 28 მაისს პარლამენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)