21:24 - 21 Jul, 2026
|
2024-05-27 14:55:40, 446 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე „ქართულ ქარტიაზე“ - დასტურია იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთი ხელით იმართება
თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებას „მიესალმება". როგორც კალაძემ მედიასთან განაცხადა, „ეს არის დასტური იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკური პარტიები სინამდვილეში ერთნი არიან". „მივესალმებით, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილნი. ეს ადასტურებს იმას, რასაც ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით, ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენდნენ შეიძლება, სხვადასხვა სახელებით გამოდიოდნენ, მაგრამ ერთი გუნდი არის, ერთი ხელით იმართება. ამ ყველაფრის დადასტურებაა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა. ესენი არიან ფაშისტები ლიბერალიზმით შენიღბულები“,- განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)