21:24 - 21 Jul, 2026
|
2024-05-27 12:41:41, 476 ნახვა
პოლიტიკა
ბორელი - აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი ჯოზეფ ბორელი ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ბორელმა აღნიშნა, ის, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის, „აშკარაა“ და მინისტრებმა უნდა იმოქმედონ. „აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული გზიდან გადადის და მინისტრებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ იმოქმედონ. საქართველოს შესახებ საკითხი არის დღის წესრიგში. ეს არის მინისტრების დონეზე საქართველოში არსებული ვითარების პირველადი შეფასება“, - განაცხადა ბორელმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)