|
2016-02-13 16:59:11, 1179 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი: ნატო-რუსეთის ურთიერთობა "ცივი ომის" პერიოდს დაუბრუნდა
„ნატო-რუსეთის ურთიერთობა "ცივი ომის" პერიოდს დაუბრუნდა, ერთიანი ევროპა კი აღარ არსებობს“, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ცნება „ევროპული უსაფრთხოება“ უფრო ფართო მოხმარების გახდა, მაშინ როდესაც ძველმა საშიშროებებმა ახალი დარტყმები დაიწყეს. მისი შეფასებით, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებში კონფლიქტები გამწვავდა, შეიქმნა მიგრაციული კრიზისი, ურთიერთობა ევროკავშირსა და რუსეთს შორის გაუარესდა, უკრაინაში კი "სამოქალაქო ომი" მიმდინარეობს. "კვლავ არამეგობრული და, ჩვენი შეფასებით, დახურული რჩება ნატო-ს პოლიტიკური პოზიცია რუსეთთან მიმართებაში. თითქმის ყოველდღე ჩვენ ნატო-სთვის ყველაზე დიდ საფრთხეს გვიწოდებენ, იღებენ ფილმებს, სადაც რუსები ბირთვულ ომს იწყებენ. ხანდახან ვფიქრობ: ახლა 2016 წელია თუ 1962?", - განაცხადა მედვედევმა. დიმიტრი მედვედევის მოსაზრებით, მიგრაციულმა კრიზისმა საფრთხე შეუქმნა შენგენის ზონის არსებობას. სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრემიერი სირიის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სირია როგორც ერთიანი სახელმწიფო არ უნდა დაიშალოს.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)