06:50 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-26 13:39:13, 381 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: ჩემთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ქვეყნის გამთლიანების სურვილია

თბილისის მერი კახა კალაძე თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მომსახურეთა ფიცის დადების  ცერემონიას დაესწრო და ქვეყნის მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

მისი თქმით, ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და გადმოგვცეს ქვეყნის დამოუკიდებლობა, რასაც დაცვა და შენარჩუნება სჭირდება.

„ამ დღეს ჩემი მთავარი სურვილი, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი, ქვეყნის გამთლიანების სურვილია. სრულიად საქართველოს ვულოცავ  დღევანდელ დღეს. ქვეყნის დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სახელმწიფო სუვერენიტეტი,  ტერიტორიების ხელშეუხებლობა და მოსახლეობის უფლება, მართონ ქვეყანა თავიანთი რწმენისა და ნებისამებრ მნიშვნელოვანია. ჩვენმა წინაპრებმა სისხლით მოიპოვეს და გადმოგვცეს დამოუკიდებლობა და ამას სჭირდება შენარჩუნება. ჩვენ დღესაც გვიწვეს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics