|
2024-05-25 15:47:34, 494 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - აშშ-ის მოსალოდნელი სანქციების მიუხედავად, ვეტოს აუცილებლად დავძლევთ
აშშ აწესებს სანქციებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. კალაძის თქმით, აშშ-ის მიერ მოსალოდნელი სანქციების დაწესების მიუხედავად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს პარლამენტი აუცილებლად დაძლევს. „წარმოუდგენელია, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – ამერიკის შეერთებული შტატები აწესებს სანქციებს იმის გამო, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიერ ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი იღებს კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ასეთი ქმედებები წარმოუდგენელია, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ. რადგან აქ საუბარია ქვეყნის ინტერესებზე, სუვერენიტეტზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის. რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ვიზალიბერალიზაციის შესახებ, ჩვენ ამას მივესალმებით. ამის შემდეგ კი, მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რაზეც მე პასუხი არ მაქვს. ჩვენ ვთქვით, რომ თუ იქნებოდა პირდაპირი ფრენები, სავაჭრო ურთიერთობების შეთანხმება, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნა და ა.შ., ამ კანონის აუცილებლობა არ იქნებოდა დღის წესრიგში. ჩვენ თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს ცალმხრივად ვერ მოხდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)